ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი

ეკლესია ეკლესია

შავსაყდრები. წმინდა ღვთისმშობელი ეკლესია აგებულია განვით. შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ფოროვანი ქვებით. კარგად გათლილი ქვების წყობა არათანაბარია და არასწორხაზოვანი, კარნიზი მარტივია და მსუბუქი, ორნამენტაციის გარეშე. ახალგადახურული სახურავი თანამედროვე თუნუქისაა. ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, ხოლო სარკმელი სამი – აღმოსვლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე. შიდა სივრცე დანაწევრებულია, გამოყოფილია მხოლოდ აბსიდი, რომელიც ღრმა, ნახევარწრიული ფორმისაა. სავარაუდოდ, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლია. ,,შავსაყდრები~ მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 32-32,5 კილომეტრის დაშორებით.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.