ეკლესია
- სიზუსტე 1 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 784 მ
- პუნქტის embed კოდი
ლამაზი საყდრის მონასტერი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კომპლექსს. კომპლექსში გაერთიანებულია: 1. ერთნავიანი ეკლესია (XII-XIII სს.) 2. კოშკი (შუა საუკუნეები) 3. სასახლე (XII-XIII სს.) 4. ბჭე (XIII ს.) 5. გალავანი (შუა საუკუნეები) 6. სხვა ნაგებობანი (შუა საუკუნეები)
მონასტრის კომპლექსი მდებარეობს სეფელ ჩათახთან (2013 წლიდან სოფელს ეწოდება ქცია) მდ. ქციასა და ზურტაკეთის შესართავთან, მთიანი ტყის კალთაზე. ლამაზ საყდრის კარის თავზე ვრცელ წარწერაში იკითხებოდა შემდეგი სიტყვები: ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობა თამარ და დავითისა" და შემდეგ "თამარისათვის ღმრთისა სწორისა შეიწირე“. ეს წარწერა ამ უკანასკნელი წლების მანძილზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.








