მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი

მუზეუმი მუზეუმი

მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ

მუზეუმი მუშაობს ზაფხულობით, ყოველდღე, 11 სთ-დან 18სთ-მდე. გამოფენები: მ. ხერგიანთან დაკავშირებული გამოფენები სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული ალპინისტური სკოლა”; მისამართი: მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36 მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი ექსპონატთა რაოდენობა: 458

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.