ს. დართლო

ქალაქი, სოფელი კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი

ქალაქი, სოფელი ქალაქი, სოფელი

ამ სოფლის შესახებ, როგორც მთლიანად თუშეთის შესახებ, ინფორმაცია მოგვეპოვება სერგი მაკალათიასა და გიორგი ბოჭორიძის ჩანაწერებში. სერგი მაკალათიას თავის ნაშრომში მოყავს საინტერესო ამბავი დართლოს ნაჭაურუძეების ციხის შესახებ: „დართლოს ამ ციხეს განსაკუთრებით ლეკები თურმე მტრობდნენ. ხალხური გადმოცემით, ეს მაგარი ციხე ლეკებს ხელში ჩაუგდიათ და შიგ გამაგრებულან. თუში მზვერავები ციხეს მალმალ უვლიდნენ. ერთხელ ციხის სარკმელთან შეუმჩნევიათ სადარაჯოზე მდგარი ლეკი, რომელიც ღამის წყვდიადში ჩიბუხს თურმე აბოლებდა. თუშ მსროლელს ყალიონი მიზანში ამოუღია და მეექვსე სართულში მდგომი ლეკისათვის ტყვიით პირი გაუგმირია. ჩქარა თუშების რაზმიც მოსულა, ციხე აუღიათ და დამარცხებული ლეკები გაქცეულან“.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.