დმანისის ნაქალაქარი

ნაქალაქარი/ნასოფლარი ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი

ნაქალაქარი/ნასოფლარი ნაქალაქარი/ნასოფლარი

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.

დმანისის ნაქალაქარი 1. სიონი - 1213-1222 წწ. 2. წმ. მარინეს ეკლესია - 1702 წ. 3. სამრეკლო - გვიანი შუა საუკ. 4. აბანო - გვიანი შუა საუკ. 5. გალავანი - შუა საუკუნეები 6. სხვა ნაგებობანი - შუა საუკუნეები

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.