მთავართას კომპლექსი

ისტორიული ძეგლი მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი

ისტორიული ძეგლი ისტორიული ძეგლი

მთავართას კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.