სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 2

ეკლესია შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი

ეკლესია ეკლესია

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,6X5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირებში ნაწყობია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (აფსიდში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.