ურბნისის ნაქალაქარი

ნაქალაქარი/ნასოფლარი შიდა ქართლი, ქარელის მუნიციპალიტეტი

ნაქალაქარი/ნასოფლარი ნაქალაქარი/ნასოფლარი

რბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა. ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოფ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. ათასწლეულის შუა ხანიდან აქ სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება

ნაქალაქარი ურბნისი 1. ურბნისის სიონი - V–VI ს. 2. გალავანი - ძვ.წ.აღ IV–III სს. 3. სამრეკლო 4. აბანო - III ს. 5. მარანი - VI–VII სს. 6. წყალსადენი - XVIII ს.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.