მონასტერი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1,121 მ
- პუნქტის embed კოდი
ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. (თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.
1. გუმბათიანი ეკლესია - XII-XIII სს. 2. სამრეკლო - XV-XVIII სს. 3. გალავანი 4. სატრაპეზო 5. კოშკი 6. საცხოვრებელი სახლიგალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.

