Church
- Accuracy: 2 km
- Elevation above sea level: ≈ 1,461 m
- Point embed code
Shavi Sakdari (the Black Church) belongs to the Egrisi complex (10th–13th centuries)
ძეგლი შეკეთებულია კულტურის სამინისტროს მიერ. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ფოროვანი ქვებით. კარგად გათლილი ქვების წყობა არათანაბარია და არასწორხაზოვანი, კარნიზი მარტივია და მსუბუქი, ორნამენტაციის გარეშე. ახალგადახურული სახურავი თანამედროვე თუნუქისაა. ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, ხოლო სარკმელი სამი – აღმოსვლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე. შიდა სივრცე დანაწევრებულია, გამოყოფილია მხოლოდ აბსიდი, რომელიც ღრმა, ნახევარწრიული ფორმისაა. სავარაუდოდ, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლია. ,,შავსაყდრები~ მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 32-32,5 კილომეტრის დაშორებით.Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.