Castle/Tower
- Accuracy: 0 km
- Elevation above sea level: ≈ 1,726 m
- Point embed code
Okros Tsikhe (the Golden Fortress) was one of the principal strongholds of the Jakeli family and, together with other fortresses, formed a whole defensive system around the heart of the atabegs' domain. The exact date of its construction is unknown; it was probably built at the end of the 13th century or the beginning of the 14th, and no early written records of it survive. In the 15th–16th centuries, as the Turks grew stronger, it played a major role in the defense of the Meskhians.
ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე (თითქმის პარალელური) მწკრივია. კედლების მცირე ბურჯების გარდა, ციხის ფარგლებში რამდენიმე უფრო მოზრდილი კოშკიცაა. ერთი მათგანი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ ციხეს დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს. კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი ოთხივე მხრივ დიდი ლოდებითაა შემოფარგლული, სიმაღლით დაახლოებით 1,5 მეტრია, სიგანით კი - უფრო ნაკლები. კედლის სისქე შესასვლელთან ორ მეტრს აღემატება. დარჩენილი ბუდეები მოწმობს, რომ აქ ორფრთიანი კარი იყო. საკეტად უზარმაზარი ურდული ჰქონდათ. კედელში დარჩენილია მისი ბუდე. შესასვლელის წინ დამატებითი კედელია აშენებული, ხოლო ზედ შესასვლელის თავზე გაკეთებულია დიდი სალოდე; ამ ადგილამდის შემოჭრილ მტერს ზედ თავზე აყრიდნენ ქვებს, ასხამდნენ ცხელ ფისს. შიგ ციხის ფარგლებში შეღწევის შემდეგაც თავდამსხმელს ბევრი სიძნელე ეღობებოდა წინ. დამცველებს ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება.Gallery
Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.



