St. Nino's Church of Mount Tkhoti

Church Shida Kartli, Kaspi district

Church Church

Two km southeast of Aghaiani rises Mount Tkhoti, dividing the Mtkvari valley from the Mukhrani plain, its eastern slopes descending toward the Ksani. Mount Tkhoti is linked with the story of the first Christian king, Mirian, and the eclipse of the sun. After that miracle, in the very first centuries after the adoption of Christianity, a chapel in the name of St. Nino was raised on the summit of Tkhoti. The Ninotsminda church now standing on Mount Tkhoti dates to the 7th–8th centuries. In its original form it was a cross-domed church, remodeled as a hall church at the turn of the 9th–10th centuries. Fragments of painting and an inscription survive in the sanctuary; the conch bears Christ Enthroned. The painting dates to the 10th–11th centuries. On the south facade is a three-line Asomtavruli inscription of the 10th–11th centuries.

ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით. 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა ასპისთვის, კასპისთვის და უფლისციხისთვის. ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული. მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან. მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას). ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.

Gallery

Let's talk!

Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.