Category - Castle/Tower (Page 4/12)
Kachu castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე
Keli castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).
Kherkhemi castle
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Adigeni district)
ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება `ქართლის ცხოვრებაში~: დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, `ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან~. როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.
Khertvisi castle
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდ. ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
Khikhani castle
Castle/Tower (Adjara - Khulo district)
მდებარეობს სხალთის ხეობის სათავეში სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა). სხალთა-ხიხანისწყლის ხეობის კულტურულ-ეკონომიური აღმავლობა უკავშირდება ერისთავთ-ერისთავების აბუსერიძეების მოღვაწეობას. აჭარა მათ საერისთავოს წარმოადგენდა. აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის ხიხანის ციხის აგება. “მატიანე ქართლისაის” მიხედვით აბუსერ I აბუსერიძე XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება. იგი XI-XIII საუკუნეებში ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.
Khornabuji castle/tower
Castle/Tower (Kakheti - Dedoflistskharo district)
მდებარეობს ქ. დედოფლისწყაროდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ში, სადაც დასახლება უხსოვარი დროიდან არსებობდა. მეფე ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალი დაარსა და საუფლისწულო მამულად გამოაცხადა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის განაპირა მხარის საერისთავოს ცენტრად გადაიქცა, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა, ამ ყველაფერმა კი ის სტრატეგიულ, კულტურულ და სამხედრო ცენტრად აქცია.
Khuluti Castle
Castle/Tower (Kvemo Kartli - Tetri tskharo district)
ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ.[1] შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.