Category - Church (Page 20/39)
Otarsheni St.George's Recess
Church (Shida Kartli - Gori district)
ოთარშენის წმ. გიორგის ნიში (თარიღი დაუდგენელია) დარბაზულია (3,8X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 0,7 მ სიმაღლეზე, გადარჩენილია მხოლოდ შესასვლელის სამხრეთი წირთხლის ორი ღვინისფერი შირიმის ქვა. შესასვლელი დასავლეთითაა. საკურთხეველი სწორკუთხაა.
Ozaani Amagleba Church
Church (Kakheti - Dedoflistskharo district)

XI – XII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. ოზაანთან. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ფრესკამ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია.
Patara (Small) Garejvari St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთ კედლის პილასტრებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიანი იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.
Patara (Small) Mejvriskhevi St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (7X4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. სარკმლის ქვემოთ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ კედლის სარკმელი ამოშენებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის ორივე მხარეს, აგურით გამოყვანილია დეკორატიული რომბები. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა, კრამიტის. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით, ადგას აგურის სამრეკლო.
Patara (Small) Mejvriskhevi St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,8X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. აფსიდზე მიშენებულია აგურის სატრაპეზო. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. კარის მარცხნივ, ზევით ჩასმულია ქვის ფილა მხედრული სამშენებლო წარწერით. კრამიტის ორფერდა სახურავი დაზიანებულია
Pavleuri St.George's Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
პავლეურის წმ. გიორგის ეკლესია განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დაბზარულია, ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ნაწილი. საკურთხევლის ქვეშ გაითხარა უინვენტარო აკლდამა. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები გალავანი.
Petviskhevi St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
Photoleti Church
Church (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)

თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.