Region of Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti (Page 2/3)
მაცხოვრის ტაძარი (მაცხვარ)
Church (Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti - Lentekhi district)
სოფელში სამოცდასამი ქრისტიანული ეკლესია დგას, უამრავი სიწმინდე, უძვირფასესი დაწერილი თუ ჭედური ხატი და ჯვარია. ტაძართა კედლები ნათლად ინახავენ X-XII საუკუნეთა ფრესკებს. სოფელში დაბრძანებულა წმინდა გიორგის ოქროს ჭედური ხატი, რომლითაც მეფე თამარი აკურთხეს მეფედ. ამჟამად ლატალში მეტწილად დანგრეული, ოცდახუთამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია მაცხვარი, მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), თარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია (სოფ. ლანკვამი) და იენი (სოფ. იენაში).
რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
Church (Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti - Ambrolauri district)
იგი XI საუკუნის პირველ მესამედს განეკუთვნება. ეკლესია დარბაზული, ერთნავიანი ნაგებობაა, რომლის აღმოსავლეთი ნახევარწრიული აფსიდი გარედან კედლის სიბრტყეშია მოქცეული. კამარა პილასტრებზე ამოყვანილ თაღს ეყრდნობა. აქვს სამი შესასვლელი სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან.ბნაგებია სუფთად გათლილი შირიმის ქვის კვადრებით. კარ-სარკმელი, ლაგვარდნისა და აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა შესრულებულია მოთეთრო კირქვით. ეკლესია უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებითა და რელიეფებით.რესტავრირებულია 1970-იან წლებში (ხელმძღვანელი მ.დვალი), ნაწილობრივ აღდგენილია ეკლესიის შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული კანკელი, რომლის ჩამოცვენილი ნაწილები ეკლესიაშივეა დაცული.
სინაგოგა
Non-Christian shrine (Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti - Oni district)
სინაგოგა აიგო ეკლექტიზმის სტილში 1895 სტილში. თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთქკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი, დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ.
ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)
Church (Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti - Lentekhi district)
უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.
წმ. გიორგის ეკლესია (მრავალძალი)
Church (Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti - Oni district)
მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.