Pkhvenisi St.Mary's Church

Pkhvenisi St.Mary's Church

Short description: ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,1X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა: ,,ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით - ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი.

Additional information: No additional information

Pkhvenisi St.Mary's ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 781 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake