ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

მოკლე აღწერა: ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,1X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა: ,,ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით - ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 781 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ