Ksani castle

Ksani castle

Short description: ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა

Additional information: No additional information

Ksani castleCastle/Tower
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 638 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake