Dzegvi Holy Trinity Church
Short description: ძეგვის სამების ეკლესია დარბაზულია (12,2X6,5 მ), ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. აღმოსავლეთით ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით გამოყოფილი ღრმა საკურთხეველია. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი (ორ ვიწრო თაროს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყე) კაპიტელებია. მათი ქვედა ნაწილი წინიდან გლუვია, ხოლო აფსიდის გვერდებზე მათ პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია
Additional information: No additional information
Church
Loading...