Abano mineral lake natural monument
Short description: ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
Additional information: მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია: სოფ. ქეთერისი და სოფ. აბანო (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;
სოფ. კობი - აბანოს ტბის ბუნების ძეგლი - 18,6 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ;
დაბა სტეფანწმინდა - აბანოს ტბის ბუნების ძეგლი - 35 კმ. ხანგრძლივობა - 2 სთ;
სოფ. ქეთერისი - აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი - 2,8 კმ, საჭიროა მდინარე თერგზე შემოსავლელი საფეხმავლო/საცხენოსნო გზის გავლა. ხანგრძლივობა - 30 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.