Truso Travertines Natural Monument

Truso Travertines Natural Monument

Short description: თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.

Additional information: მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;
სოფ. კობი - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 12,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ;
დაბა სტეფანწმინდა - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 29,5 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 20 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Truso Travertines Natural MonumentNatural Monument
Loading...
5/5 Rating (1 Vote)
Altitude: ≈ 2132 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake