Bodorna rock columns natural monument
Short description: ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.
Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. ბოდორნა. თბილისიდან ბოდორნა დაშორებულია 46 კმ-ით; ხანგრძლივობა - 45 წთ;
სოფ. ბოდორნა - ბოდორნის სვეტის ბუნების ძეგლი- 3 კმ გრუნტის გზა; ხანგრძლივობა - 15 წთ;
ქ. დუშეთი - ბოდრონის სვეტის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მცხეთაში ან ბაზალეთის ტბაზე დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.