ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი

ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. ბოდორნა.

ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (22 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 835 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ