Samshvildi Canyon Natural Monument

Samshvildi Canyon Natural Monument

Short description: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია. ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.

Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. თეთრიწყარო. თბილისიდან თეთრიწყარო დაშორებულია 58 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ;
ქ. თეთრიწყარო - სოფ. სამშვილდე 5 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. სამშვილდე - სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი 0,8 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა მანგლისში ან ქ. თბილისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Samshvildi Canyon Natural MonumentNatural Monument
Loading...
5/5 Rating (2 Vote)
Altitude: ≈ 583 m
Off-road vehicles Off-road vehicles
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake