Draneti Church

Draneti Church

Short description: დრანეთი - სოფელ ალექსეევკას ძველი სახელწოდება. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ასლანკის (ძველი ქართული სახელწოდება ტორნე) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კმ-ით. დღევანდელ სოფელ ალექსეევკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ში, მდ.ასლანკის (შეერქვა XIX საუკუნეში ჩასახლებული რუსების მიერ), ანუ ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს ნასოფლარი დრანეთი. აქვე მდებარეობს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი. მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაცია ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (XX საუკუნის 40-50-იან წლები. ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი) მოახდინა. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც „დრანეთი“, ხოლო 1721 წლისაში - „დრიანეთი“. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი „დრანეთის“ სახელს ატარებს. ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო - საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).

Additional information: No additional information

Draneti ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Accuracy 20 KM
Altitude: ≈ 1112 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake