Burnaseti Church

Burnaseti Church

Short description: ბურნაშეთი - სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ.დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა". სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

Additional information: No additional information

Burnaseti ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Accuracy 2 KM
Altitude: ≈ 1882 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake