St.George's Church and Bell Tower
Short description: სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ[საჭიროებს წყაროს მითითებას]
Additional information: No additional information
Accuracy 15 KM
Altitude: ≈ 548 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist