წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო

წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო

მოკლე აღწერა: სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ[საჭიროებს წყაროს მითითებას]

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლოეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 15 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 548 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ