ალევის სამების ტაძარი

ალევის სამების ტაძარი

Short description: ალევი, ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის რაიონი). იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდელი ქვემო ალევი და შუა ალევი). ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტიკური პერიოდის სამარხებიც. ფაოდალურ ხანაში ალევი ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ - ქსნის საერისთავოში. ეკუთვნოდა ალევის სამების ეკლესიას (VIII-IX სს.), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე უნაგირა მთის თხემზე დგას. ალევის ე. წ. ოქროსკარიანი სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. 1804 წელს ალევში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად. 1865 იგი ქსნის საპოლიციო უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში შედიოდა და 50 კომლს ითვლიდა.

Additional information: No additional information

ალევის სამების ტაძარიChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 1121 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake