ალევის სამების ტაძარი
მოკლე აღწერა: ალევი, ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის რაიონი). იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდელი ქვემო ალევი და შუა ალევი). ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტიკური პერიოდის სამარხებიც. ფაოდალურ ხანაში ალევი ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ - ქსნის საერისთავოში. ეკუთვნოდა ალევის სამების ეკლესიას (VIII-IX სს.), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე უნაგირა მთის თხემზე დგას. ალევის ე. წ. ოქროსკარიანი სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. 1804 წელს ალევში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად. 1865 იგი ქსნის საპოლიციო უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში შედიოდა და 50 კომლს ითვლიდა.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1121 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში