ეკლესია
Short description: სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფ. სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. არსებობს მოსაზრება, რომ აგებულია ადრინდელ შუა საუკუნეებში, მაგრამ მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი - ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის - ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.
Additional information: No additional information
Accuracy 10 KM
Altitude: ≈ 25 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist