ეკლესია

ეკლესია

მოკლე აღწერა: სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფ. სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. არსებობს მოსაზრება, რომ აგებულია ადრინდელ შუა საუკუნეებში, მაგრამ მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი - ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის - ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 10 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 25 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ