Danakhvisi St.George Church
Short description: დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.
Additional information: No additional information
Altitude: ≈ 1421 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist