Didi Ateni St.Ioane's Church
Short description: ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.
Additional information: No additional information
Church
Loading...