კრუბერის მღვიმე

კრუბერის მღვიმე

Short description: კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ მღვიმეთაგან იგი ყველაზე ღრმაა (ამ დროისათვის სიღრმე - 2190 მ)

Additional information: კრუბერის გამოქვაბული (ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს.

მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა.

მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ.

დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე - 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

კრუბერის მღვიმეNatural Monument
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 2248 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake