კრუბერის მღვიმე

კრუბერის მღვიმე

მოკლე აღწერა: კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ მღვიმეთაგან იგი ყველაზე ღრმაა (ამ დროისათვის სიღრმე - 2190 მ)

დამატებითი ინფორმაცია: კრუბერის გამოქვაბული (ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს.

მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა.

მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ.

დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე - 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

კრუბერის მღვიმებუნების ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2248 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ