Didi Gardateni St.Mary's Church
Short description: დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).
Additional information: No additional information
Church
Loading...