Ormotsi St.Mary's Church

Ormotsi St.Mary's Church

Short description: ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის უსწორო ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. აფსიდის ღერძზე ერთი განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის თაღოვანი ნიშებია. აფსიდის იატაკი ეკლესიის ხის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა სატრიუმფო და გრძივი კედლების კრონშტეინებზე დაფუძნებულ საბჯენ თაღებს და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. დარბაზი შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრები. ლავგარდანი აგურის ორი რიგისაგან შედგება. სახურავი თუნუქისაა.

Additional information: No additional information

Ormotsi St.Mary's ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Accuracy 2 KM
Altitude: ≈ 1111 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake