ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია
მოკლე აღწერა: ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის უსწორო ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. აფსიდის ღერძზე ერთი განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის თაღოვანი ნიშებია. აფსიდის იატაკი ეკლესიის ხის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა სატრიუმფო და გრძივი კედლების კრონშტეინებზე დაფუძნებულ საბჯენ თაღებს და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. დარბაზი შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრები. ლავგარდანი აგურის ორი რიგისაგან შედგება. სახურავი თუნუქისაა.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1111 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში