არმაზისხევის საველე მუზეუმი

მუზეუმი მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი

მუზეუმი მუზეუმი

მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო ქართლის მთავრების – პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბაზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო). აღმოჩენილია უამრავი ნივთები – სატევრები, სამკაულები, ფულის მონეტები, მხედრისა და ცხენის მოსართავები და ა. შ. აღმოჩენილი მასალა თარიღდება ახ. წ. I საუკუნიდან - შუა საუკუნეებით.

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.