არმაზის ციხე

ციხე-კოშკი მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი

ციხე-კოშკი ციხე-კოშკი

არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ).

აგებულია - XIII–XV სს.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.