როშკის ლოდების ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი

ბუნების ძეგლი ბუნების ძეგლი

როშკის ლოდები მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „ერატიული“ („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19X5X7 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), 22X13X10, 22X20X8, 25X10X11 („გახლეჩილი ლოდი“). შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც - მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ყველა ეს ლოდი ჭაუხის მასივიდან ჩამოიტანა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკეკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმარლეზე.

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. როშკა. თბილისიდან როშკა დაშორებულია 119 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ; სოფ. როშკა - როშკის ლოდების ბუნების ძეგლი - 1 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ; (საფეხმავლო). ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სოფ. როშკაში ან სოფ. ბარისახოში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.