ბასოს ნასოფლარი

ნაქალაქარი/ნასოფლარი კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი

ნაქალაქარი/ნასოფლარი ნაქალაქარი/ნასოფლარი

კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას სამხრეთით. აშენებულია XVII-XVIII საუკუნეებში. ექვსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (5.6X5.15 მ), შემორჩენილი სიმაღლე 11.5 მ), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ყველა სართული I-სა და ბოლოს გარდა, ნაკელნარევი მიწითაა შელესილი. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. II სართულის სამხრეთ და დასავლეთ კდლებში თითო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – სათოფური. III სართულის სამხრეთ კედელში მიწიდან 3.5 მ სიმაღლეზე კარია. ამავე სართულზე, დასავლეთ კედელში, სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – სათოფური, ჩრდილოეთისაში – დიდი ნიში.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.