ბერდიკის ციხე (ფოლადაურის ციხე)

ციხე-კოშკი ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ციხე-კოშკი ციხე-კოშკი

ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.

მას ასევე ფოლადაურის ციხესაც უწოდებენ.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.