Krubera Cave

Natural Monument Abkhazia, Gagra district

Natural Monument Natural Monument

A karst cave on the Berchili range, in the upper part of the eastern Ortabalagan valley. Its entrance lies at 2,320 m above sea level. It is the deepest cave discovered on Earth to date (current depth: 2,190 m)

კრუბერის გამოქვაბული (ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) კარსტული მღვიმე, ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე - 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

Let's talk!

Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.