Tsalenjikha cathedral

Church Samegrelo-Zemo Svaneti, Tsalendjikha district

Church Church

The central-domed church has ambulatories on three sides, of which the southern one — and partly the northern — was converted into the Dadiani family chapel. Built into the northwest of the enclosure wall is a two-story bell tower with a gate in its first story. Outside the wall lie the remains of the Dadiani palace and other buildings. West of the church is a tunnel 40–45 m long.

შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე). წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერ­ში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინას­ტიის წარმომადგენლები. კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლო­ბაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღ­დგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წი­ნამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარ­დაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი.

Gallery

Let's talk!

Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.