Church
- Accuracy: 0 km
- Elevation above sea level: ≈ 34 m
- Point embed code
Built in the 13th–14th centuries, the church's construction is linked with the names of King Gubaz, David the Builder, Queen Tamar and Tsotne Dadiani. Akaki Tsereteli dedicated his poem "Natela" to the Khobi monastery. The church is adorned with carved ornament and frescoes. Before the establishment of Soviet rule it housed the robe of the Mother of God, the thigh of St. George, the arm of St. Marine, the hand of St. Kvirike, Queen Tamar's pectoral cross and other relics. The monastery is an architectural complex including the church, a palace, a bell tower, an enclosure wall and the remains of other buildings. In the Middle Ages the Khobi monastery was the residence of the Catholicos of western Georgia.
უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, არის ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელ¬ში ნათქვამია: ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა. ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა. ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის I ნახევარზე მოდის, კერძოდ კი 1212-1222 წლებზე. საინტერესო დოკუმენტია ამავე ტაძრის ფრესკული წარწერა. აქ, ჩრდილოეთის კედლეზე, წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, წარწერით - "საყდარი". ქტიტორს მხედრულად აწერია: ამ:. საყდრისა:. აღმაშენებ(ე)ლი:. ერის თავთ:. ერისთავი:. და მანდატორ რთ:. უხუცესი:. დადიანი გ ირგი:. შეუნდს:. ღმ თმნ:. ამინ~ იგი, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს გიორგი II-ს (1345-1384). საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო: მარიამ ღვთიმშობლის კვართი; წმინდა გიორგის ბარძაყი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილები; წმინდა მარინეს მკლავი; წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი; შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი; მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით. თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა.Gallery
Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.


