Castle/Tower
- Accuracy: 0 km
- Elevation above sea level: ≈ 1,755 m
- Point embed code
The legend: Once upon a time there lived in Ipari the only daughter of quite prosperous parents, Miagul the First. Miagul was very beautiful. One day, at the feast of Kvirikoba in the village of Kala, the beauty met Otia Margvelan, a native of that village — a fine young man and a hunter. Otia's heart was at once smitten with love for Miagul, nor did the beauty remain indifferent. Soon they fell passionately in love, but something most weighty stood in the way of their union: the man had a wife and five children. Miagul could not bring herself to destroy her beloved's family, and spoke her final word to Otia. Grief-stricken, the man of Kala went hunting; sparing himself nothing, he grappled with such cliffs that fate betrayed him, and from the crags he fell into the Enguri. His wife, despairing at her husband's death, soon ended her own life in the Enguri too. They say Otia and his wife turned into trout. Heartbroken Miagul asked her father to build a tower on the boulder standing in the middle of the Enguri. And the father fulfilled his only daughter's request. From then on Miagul lived day and night in that tower, feeding with her own hand Otia and his wife, who had become trout. Below the boulder standing in the Enguri a clean spring rises from the earth; it becomes visible to all when the river falls. They say these are Miagul's tears, spilled from the tower.
მდინარის პირას, დიდ ქვაზე ააგებული ეული კოშკი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის ფინალური ნაწილი გახლავთ. მაშინ მიამბეს, წლების წინ, ერთმა სვანმა გოგონამ, მირანგულამ საყვარელი მამაკაცის, ბეშქენის სიკვდილი არ დაიჯერა და ამ კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა გზას მისი დაბრუნების იმედით ან რწმენით აღსავსეო. მირანგულას ტრაგედიამ გული მატკინა და კარგა ხნით გახდა ჩემი ფიქრების ობიექტი. ვფიქრობდი და ჩემთვის ვმსჯელობდი იმაზე თუ ვინ იქცევა სწორად მირანგულები თუ თანამედროვე გოგონები, რომელებიც პირველივე დაბრკოლებისთანავე ხაზს უსვამენ რჩეულს და ახალ სიყვარულს, უფრო სწორად რაღაც სიყვარულის მაგვარს ელოდებიან ან ეძებენ. ბოლოს დავასკვენი თანამედროვე გოგონებიც მირანგულებად გადაიქცევიან თუ ბეშქენისნაირი ბიჭი შეხვდებათთქო. დღეს ჩემმა სვანეთთან დაახლოებულმა მეგობარმა მირანგულას ისტორია უფრო ვრცლად მიამბო და ახალი თავის ტკივილი გამიჩინა. თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი ხატივით ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი. ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა. ერთმანეთს რაღაც დღასწაულზე შეხვდნენ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ნაჩვევ მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო. მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილისთვის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა. მინდორში დაჩოქილსა და თავდახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს თავზე. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე მეც ზუსტად იმ დღეში ვარ რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო. აკრძალული სიყვარულით თავზარდაცემული კაცის ნახვის შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ბეშქენი კი თავის ტკივილთან ერთად ისეთ მთაზე წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია საბრალო ბეშქენი, ყინულზე დასცურებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა. ამ ამბის გაგების თავზარდაცემული ბეშქენის ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს. მირანგულას კი მამისთვის ამ კოშკის აგება უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში. მირანგულას გარდაცვალებიდან ბევრი წელი გავიდა, მისი კოშკი კი ისევ მყარად დგას, აოცებს სვანეთის სტუმრებს და უკვდავყოფს მირანგულას სახელსა და სვანური სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას. სხვათა შორის ამ კოშკს მეორე სახელიც აქვს, სიყვარულის კოშკსაც ეძახიან, ალბათ იმიტომ რომ სიყვარულის ბევრი თვისების სიმბოლოა.Gallery
Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.
