Category - Natural Monument (Page 5/5)

Tsutskhvati Cavern Natural Monument

Tsutskhvati Cavern Natural Monument

Natural Monument (Imereti - Tkibuli district)     
Tsutskhvati Cavern Natural Monument

ოკრიბა-არგვეთის ქედში,უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ. მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი - მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება. მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე - 200 მ, სიგანე - 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები - ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის - VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს - შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა. თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

კრუბერის მღვიმე
ქუაქანცალია

ქუაქანცალია

Natural Monument (Samegrelo-Zemo Svaneti - Tsalendjikha district)     Pedestrian trail
ქუაქანცალია

ქუაქანცალია — კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე მდინარე ინწრის სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“. მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ზომები 1,8*2*1,6 მ-ს აღწევს და დაახლოებით 10-12 ტონას იწონის. ლოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს. მას 4 საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან 1 ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს; ასეთი მოქანავე ლოდები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მათი უმეტესობა მაგმურ ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული, ეს კი კირქვული ლოდია და კარცტულ მასივზე მდებარეობს.

შგედის წყარო