Region of Samtskhe-Javakheti (Page 3/9)
Kherkhemi castle
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Adigeni district)
ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება `ქართლის ცხოვრებაში~: დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, `ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან~. როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.
Khertvisi castle
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდ. ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
Kvabiskhevi Church
Church (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია. შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.
Kvarshi Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
კვარშის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქევის მიდამოებში. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერის ნაწილი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
Likani Monastery
Church (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
ლიკანი — შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში. შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერი შემოძღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, კერძოდ, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.